საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია (GDBA)

ორგანიზაციის შესახებ

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია (GDBA) საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფოს მხარდაჭერის ფარგლებში, მიზნად ისახავს აუცილებელი ქმედითი ნაბიჯების გადადგმას და საერთო  პოლიტიკის  შემუშავებას, რაც  ხელს  შეუწყობს  საქართველოში სადისტრიბუციო  ბიზნესის, როგორც დარგის განვითრებას.

ჩვენს შესახებ

თანამედროვე სადისტრიბუციო ბიზნესში არსებული გამოწვევების საპასუხოდ შეიქმნა. მასში ერთიანდებიან ბაზარზე არსებული მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები. წევრი კომპანიების ასბოლუტური უმრავლესობა წარმოადგენს მსოფლიო ბრენდებს საქართველოს ბაზარზე და უზრუნველყოფს მომხმარებლისათვის მაღალი ხარისხის პროდუქციის  მიწოდებას.  ასევე,  წევრებს  წარმოადგენენ  ადგილობრივი  მწარმოებელი კომპანიები, რომლებიც ადგილობრივი ბაზრის გარდა დისტრიბუციას/ექსპორტს ახორციელებენ საქართველოს ფარგლებს გარეთ.

 

ასოციაციის ძირითადი მიზნები და ამოცანები:

 

    • სადისტრიბუციო ბიზნესის, როგორც დამოუკიდებელი დარგის განვითარება და ხელშეწყობა;
    • საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ადგილობრივ ბაზარზე;
    • სადისტრიბუციო ბიზნეს გარემოს ხელშეწყობის მიზნით, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის;
    • დარგში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად სემინარების და ტრეინინგების ჩატარება;
    • არაკეთილსინდისიერი მეწარმე სუბიექტების რეესტრის წარმოება და ინფორმაციის მიწოდება ასოციაციის წევრებისთვის;
    • საქართველოში  სადისტრიბუციო    ბიზნესის    ხელშეწყობის    მიზნით    პროექტების განხორციელება.

სერვისები

ადვოკატირება

  • წარმომადგენლობა კერძო და საჯარო სტრუქტურებში;
  • წევრი კომპანიების ინტერესების დაცვა;

საინფორმაციო უზრუნველყოფა

  • ქვეყანაში მიმდინარე ბიზნეს-ეკონომიკური მოვლენების შესახებ;
  • კომპანიისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე;
  • ინფორმაციის მიწოდება საგადასახადო საკითხებთან, ფინანსურ აღრიცხვასთან და აუდიტთან დაკავშირებით.

 

სარეკლამო მხარდაჭერა

  • Business Media Georgia-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ უფასო საეთერო დრო;
  • წევრების შესახებ ინფორმაციის განთავსება ასოციაციის ვებ-გვერდსა და ფეისბუქ-გვერდზე;
  • საპრეზენტაციო მასალების (ბანერი, ბუკლეტი) განთავსება ასოციაციის მიერ დაგეგმილ/მხარდაჭერილ ღონისძიებებზე.

 

 ღონისძიებებში ჩართულობა

  • ბიზნეს დიალოგი სამთავრობო და კერძო სექტორთან;
  • მონაწილეობა ბიზნეს ფორუმებსა და კონფერენციებში;
  • მონაწილეობა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.

 

ექსკლუზიური სერვისები

  • აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Nexia TA Georgia სრულ მომსახურებაზე 30%-მდე ფასდაკლება;
  • კრედიტინფო საქართველოს სერვისებით სარგებლობა სპეციალურ ფასად.

 

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია 60-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო ბრენდის წარმომადგენელ სადისტრიბუციო და მწარმოებელ კომპანიას აერთიანებს.

პროექტები

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციამ (GDBA) 2018 წლის იანვარში ჩაატარა ტრენინგი „დისტრიბუციის როლი ფერმერთა საქმიანობაში“, სადაც ტრენერებმა ფერმერებს ინფორმაცია მიაწოდეს კომპანიის მართვის პროცესში დისტრიბუციის როლის შესახებ, გააცნეს დარგის მთავარი პრინციპები და ტენდენციები.

 

 

ამასთან,  საქართველოს  დისტრიბუტორთა  ბიზნეს  ასოციაციამ  მოიპოვა  CIPE-ს  გრანტი  და მაისში  კომპანია  NEXIA  TA-სთან  გაფორმებული  ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმის

 

ფარგლებში ჩაატარებს ტრენინგს გაყიდვებისა და ბუღალტერიის სფეროში დასაქმებული თანამშრომლებისათვის.

 

 

2018 წლის მაისში ასოციაციამ მოიპოვა “სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდამჭერი ინიციატივა (FASSI)“–ს გრანტი, რისი საშუალებითაც 7 და

14   ივლისს   ჩაატარა   ტრენინგი   ფერმერებისათვის   ქუთაისსა   და   თელავში.   ტრენინგებზე

ასოციაციამ ფერმერებს მიაწოდა ინფორმაცია პროდუქტის შექმნისა და მის რეალიზაციაში დისტრიბუციის როლის შესახებ, გააცნო დარგის მთავარი პრინციპები და სფეროში არსებული ახალი ტენდენციები. პროექტის ფარგლებში დაიბეჭდა საინფორმაციო ბუკლეტები და გადაეცათ ფერმერებს. პროექტის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგის შესახებ ინფორმაცია გაშუქდა ტელევიზიით, TV1-ის დილის ეთერში.

 

 

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს მის წევრ კომპანიებთან და წარმოაჩენს მათ ხედვას სახელმწიფოს შესაბამის უწყებებთან და დაინტერესებულ მხარეებთან. 2018 წლის 20 თებერვალს GDBA-ს (ასევე, საქართველოს მწარმოებელთა ფედერეაციის, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციისა და გადასახადის გადამხდელთა კავშირის) ორგანიზებით ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა საქართველოს ბიზნესომბუდსმენი – ირაკლი ლექვინაძე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ბიზნესომბუდსმენის მხარდაჭრას ადმინისტრაციულ ორგანოებთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებთან აქტიურ კომუნიკაციაში. ამასთან, ითქვა, რომ საჭიროა მოქმედი კანონმდებლობის მონიტორინგი და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში ბიზნესომბუდსმენთან მჭიდრო თანამშრომლობა.

 

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით საქართველოს ბიზნესომბუდსმენთან – ირაკლი ლექვინაძესთან – მეორე შეხვედრა 2018 წლის 26 სექტემბერს გაიმართა, სადაც კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ბიზნესომბუდსმენს მათთვის პრობლემური საკითხების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. მეწარმეებმა ისაუბრეს „პლასტიკისა

და  ბიოდეგრადირებადი  პარკების  რეგულირების  წესის დამტკიცების“  შესახებ. ასევე, განიხილეს არაალკოჰოლური სასმელების სავალდებულო ელექტრონული მარკირების საკითხი, საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსი და საქართველოს კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები  ხორბლისა  და  ხორბლის  ფქვილის  ავტოსანტრანსპორტო  საშუალებებით იმპორტის შესაძლო შეზღუდვების შესახებ.

 

ასოციაცია აქტიურად იყო ჩაბმული „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის განხილვაში. GDBA-მ სადისტრიბუციო კომპანიების მხარდაჭერისა და ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით ხელი შეუწყო დაგეგმილ  ცვლილებებთან  დაკავშირებით  სადისტრიბუციო  კომპანიების  ინტერესთა წარმოჩენას. დედაქალაქში პარკირების ადგილის ნაკლებობის გამო სადისტრიბუციო მანქანების მძღოლები სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ზოგჯერ ვერ ახერხებდნენ დგომა/გაჩერების წესების დარღვევის თავიდან აცილებას. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ სამართალდარღვევაზე, გარდა ჯარიმისა, დამატებით ჩამოაკლდებოდათ ქულები მართვის მოწმობაზე, წარმოიქმნებოდა მაღალი საფრთხე, რომ მართვის მოწმობაზე ქულათა შემცირების გამო შეუწყდებოდათ მართვის უფლება, რაც მოსალოდნელი მასშტაბებიდან გამომდინარე გამოიწვევდა სადისტრიბუციო კომპანიების პარალიზებას. საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის  აქტიური  მხარდაჭერით  კანონში  დაგეგმილი  ცვლილებებისას  გათვალისწინებულ იქნა ის მოსალოდნელი საფრთხეები, რომლებიც მომდინარეობდა ამკრძალავი ნიშნის „დგომა აკრძალულია“ და „გაჩერება აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობისას, აგრეთვე, დგომა– გაჩერების წესების დარღვევისას მართვის მოწმობაზე ქულათა ჩამოკლების შემთხვევაში.

 

 

 

ასევე, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ინიციატივით და ბიზნესომბუდსმენის ირაკლი ლექვინაძის მხარდაჭერით, იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივი  მწარმოებელი  და  იმპორტიორი  კომპანიებისთვის  საქართველოს  მთავრობის N301 დადგენილების 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედება შესაძლოა ნეგატიურად ასახულიყო კომპანიათა საქმიანობაზე, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პროდუქტის  ეტიკეტირების  ახალი  წესის  6  თვით  გადავადების  შესახებ,  რაც  საშუალებას მისცემდა  კომპანიებს  სრულფასოვნად  მომზადებულიყვნენ  დადგენილებით  განსაზღვრული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.  თუმცა, 2018 წლის 5 ნოემბერს ტექნიკურ რეგლამენტში განხორციელდა ცვლილება N519 დადგენილების საფუძველზე, შესაბამისად, გამოუსადეგარი აღმოჩნდა ასეულობით ათასი ლარის ღირებულების კლიშეები და უკვე დაბეჭდილი ეტიკეტები. ასოციაცია აქტიურად იყო ჩართული აღნიშნული საკითხის მოგვარებაში და ეტიკეტირების წესის გადავადების პროცესში, რათა ბიზნესსექტორს თავიდან აეცილებინა ის მოსალოდნელი ფინანსური ზიანი, რომელიც მიადგებოდა წესის 2019 წლის 1 მარტს ამოქმედების შემთხვევაში. ასოციაცია მართავდა შეხვედრებს, ერთი მხრივ, ადგილობრივ მწარმოებელ/იმპორტიორ კომპანიებთან და, მეორე მხრივ,  საქართველოს ბიზნესომბუდსმენთან, რომელიც ასევე ჩართული იყო მიმდინარე პროცესებში და მხარს უჭერდა ბიზნესსექტორს.

 

 

კონკურენციის სააგენტო სადისტრიბუციო დარგისა და რითეილ ბაზრის მოკვლევას იწყებს. სააგენტომ უკვე გამოითხოვა შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციიდან და რითეილ სექტორიდან. გარდა ამისა, საკანონმდებლო ორგანომ დაიწყო აქტზე მუშაობა, რომელიც სავაჭრო ობიექტებისა და მიმწოდებლების ბიზნეს ურთიერთობებს დაარეგულირებს. რითეილ ბაზრის რეგულირების პრაქტიკა უკვე წარმატებულად მოქმედებს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: ლიეტუვა, გერმანია, სამხრეთ კორე, იაპონია, დიდ ბრიტანეთი და სხვა. საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია გამოთქვამს მზადყოფნას მიაწოდოს ნებისმიერი მოთხოვნილი ინფორმაცია საქართველოს კონკურენციის სააგენტოს, გამართოს შეხვედრები, მოიწვიოს საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები და სააგენტოსთან ერთად განიხილოს ბაზარზე არსებული მდგომარეობა.

 

 

მიმდინარე წლის 25 ივლისს საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციამ წევრებისათვის ჩაატარა შეხვედრა DCFTA-სთან დაკავშირებულ საკითხებზე.  საქართველოს მთავრობა ახორციელებს DCFTA შეთანხმებით განსაზღვრულ რეგულაციებთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას, რაც კერძო სექტორისათვის სხვადსხვა სახის დანახარჯს იწვევს. დანახარჯები კი  უფრო იზრდება, როდესაც კერძო კომპანიებს სპონტანურად უწევთ საკუთარი საქმიანობის ახალ რეგულაციასთან შესაბამისობაში მოყვანა. იმისათვის, რომ კერძო სექტორი უფრო მომზადებული შეხვდეს მომავალ რეგულაციებს საჭიროა ცნობიერების ამაღლება DCFTA-ს საკითხებთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით 25 ივლისს, ჩატარდა შეხვედრა/ვორკშოპი, რომელმაც წევრებს შესაძლებლობა მისცა, მიეღოთ ინფორმაცია შეთანხმების ზოგადი და სექტორული ნაწილების შესახებ.

ვორკშოპის სპიკერი იყი ეკონომიკური გაუმჯობესების ცენტრის (cep.ge) დირექტორი გიორგი ჩიტაძე, რომელიც 2009 წლიდან ჩართული იყო ევროკავშირთან DCFTA-ს მოლაპარაკებში, 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა სავაჭრო მოლაპარაკებებისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების განხორციელების კოორდინაციის სამმართველოს ეკონომიკის სამინისტროში და ბოლო 1 წლის განმავლობაში საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის მომსახურებისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორი. 

სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, კოტე მახარაძის ქ. N1

ტელეფონი: +995 577 18 01 00

ელ-ფოსტა:  info@gdba.ge